თანხის დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნების პირობები

ჩვენი მიზანია თქვენი კმაყოფილება. საქართველოს კანონმდებლობისა და Genio Living-ის შიდა რეგულაციების თანახმად, შეძენილი პროდუქციის დაბრუნება/გადაცვლა შესაძლებელია ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

დაბრუნების აუცილებელი პირობები:

  • პროდუქტი უნდა იყოს გაუხსნელი. თუ ქარხნული ლუქი (პლომბი) დაზიანებულია ან ყუთი გახსნილია, პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას, რადგან იგი კარგავს თავის ღირებულებას (სასაქონლო იერსახეს).

  • ყუთს არ უნდა ჰქონდეს ვიზუალური დაზიანება (არ უნდა იყოს გაღუნული, დასველებული, გახეული).

  • აუცილებელია გადახდის დამადასტურებელი ქვითრის (ჩეკის) წარმოდგენა.

დაბრუნების პროცედურა: მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: info@genioliving.store ან დაგვიკავშირდით ტელეფონით: +995322052664, WhatsApp: +995599142664. ნივთის ტრანსპორტირების ხარჯებს დაფარავს მყიდველი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნივთს თავდაპირველადვე აღმოაჩნდა ქარხნული წუნი. ნივთის შემოწმებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში თანხა დაგიბრუნდებათ იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლითაც განხორციელდა გადახდა.