მომსახურების პირობები
1. ზოგადი დებულებები წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შეთანხმებას მომხმარებელსა და შპს „ჯენიო სისტემს“ (ს/კ: 400330628) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „Genio Living“) შორის. ვებგვერდით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.
2. პროდუქცია და ფასები Genio Living ყიდის მხოლოდ ორიგინალ Ardesto-ს (https://ardesto.com/en/) პროდუქციას. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეცვალოს პროდუქციის ფასი ან გააუქმოს კონკრეტული მოდელის გაყიდვა.
3. შეკვეთა და გადახდა შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი საკონტაქტო მონაცემები. გადახდა ხორციელდება საბანკო ბარათით (Visa / Mastercard) / Apple Pay / Google Pay. შეკვეთა მიღებულად ითვლება მხოლოდ გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ.
4. მიწოდების პირობები მიწოდება ხორციელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
-
თბილისი: 16:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთები მოგეწოდებათ იმავე დღეს, ხოლო 16:00 საათის შემდეგ — მომდევნო დღეს. შაბათ-კვირას გაფორმებული შეკვეთების მიწოდება ხორციელდება ორშაბათს (Wolt/Glovo ან პირადი კურიერი).
-
რეგიონები: 3-5 სამუშაო დღე (საქართველოს ფოსტა).
მიწოდების სერვისის ღირებულება ემატება პროდუქტის ფასს და აისახება გადახდის გვერდზე (Checkout).
5. პასუხისმგებლობის შეზღუდვა Genio Living არ იღებს პასუხისმგებლობას მიწოდების შეფერხებაზე, რომელიც გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებებით ან მესამე პირის (საკურიერო კომპანიის) შეფერხებით.
6. პერსონალური მონაცემების დაცვა თქვენი მონაცემები (სახელი, ტელეფონის ნომერი, მისამართი) გამოიყენება მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. მარეგულირებელი კანონმდებლობა წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა განხილული იქნება საქართველოს სასამართლოების მიერ.